“კონკია 68 წლის ასაკში გარდაიცვალა”

"კონკია 68 წლის ასაკში გარდაიცვალა"ოთარ ჩრდილელმა ფეისბუქში დაწერა:

,,სამი კაკალი კონკიასათვის” მთავარი როლის შემსრულებელი ლიბუშე შაფრანკოვა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 68 წლის ასაკში – გარდაიცვალა…
#NotaBene74
#LibušeŠafránková”

“სამი კაკალი კონკიასთვის” 48 წლის წინ, 1973 წელს გამოვიდა ეკრანებზე და დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ფილმში კონკიას დედინაცვალი ყველანაირი ძალებით ცდილობს, თავისი ღვიძლი შვილი უფლისწულზე დააქორწინოს, მაგრამ ამ უკანასკნელს სულაც არ სურს ცოლის მოყვანა, ვიდრე მშვენიერი ნიღბიანი გოგონა არ ჩაუვარდება გულში.