კრწანისის ქუჩაზე ავარიაში დაზარალებული მამაკაცი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე ავარიაში დაზარალებული მამაკაცი გარდაიცვალაკრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჰიუ ჰოსპიტალში“ განუცხადეს, ამჟამად კლინიკაში სამი პაციენტია მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მათივე განმარტებით, ორ ადამიანს ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

„ერთი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განმარტავენ „ნიუ ჰოსპიტალში“.

ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე ავარია 12 ივნისს მოხდა. სატვირთო ავტომანქანა რამდენიმე მანქანას დაეჯახა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.