“მამაკაცი სართულებზე ამომყვა და უხამსი ქმედებებით დაკავდა” – რა მოხდა რუსთავში

"მამაკაცი სართულებზე ამომყვა და უხამსი ქმედებებით დაკავდა" - რა მოხდა რუსთავში“ინფო რუსთავს” 30 წლამდე ახალგაზრდა ქალი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მას უცხო მამაკაცი აედევნა.

“მამაკაცი მაღაზიიდან გამომყვა და სადარბაზოში შემომყვა, სართულებზეც კი ამომყვა. მიყურებდა, შემდეგ კი უხამსი ქმედებით დაკავდა” – განაცხადა სააგენტოსთან ახალგაზრდა ქალმა.

მისი თქმით, მამაკაცი 40-45 წლის იქნებოდა, უხამსი ქმედების შემდეგ კი სადარბაზო მალევე დატოვა.

შემთხვევა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მოხდა.