მამაკაცი წერეთელზე პოლიციის შენობიდან გადახტა

მამაკაცი წერეთელზე პოლიციის შენობიდან გადახტარამდენიმე წუთის წინ თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან მამაკაცი გადახტა. შემთხვევა წერეთლის გამზირზე მოხდა.

“კურიერის“ ინფორმაციით, მამაკაცი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ ცოლზე ძალადობდა, რის გამოც ქალმა სამართალდამცველებს მიმართა.

მოულოდნელად ის შენობის მეორე სართულიდან გადახტა. დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის კლინიკაში გადაიყვანეს.  “კურიერის“ ინფორმაციით, მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვს.