„მანქანიდან 12 მედიკამენტია ამოღებული, აქედან 8 არის ვადაგასული“ – რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

„მანქანიდან 12 მედიკამენტია ამოღებული, აქედან 8 არის ვადაგასული“ – რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზეთამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, გარდაცვლილი პროგრამისტი გოგოს საქმეში არსებულ დეტალებს იხსენებს. ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან რამდენიმე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ამოიღეს, თუმცა გამოძიების პროცესში, როდესაც საგამოძიებო უწყებებმა დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადააგზავნეს, მხოლოდ ერთი მედიკამენტი მიუთითეს და გამოძიებამ ორგანიზმში მხოლოდ ერთი მედიკამენტის კვალის გამოკვლევა მოითხოვა.

გაინტერესებს ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც ამის შემდეგ ვერ დაადგინეს სად შეიძინა, როდის შეიძინა, ვერ დაადგინეს, რომ რეცეპტის გარეშე არ გაიცემა და დღემდე, როდესაც მოვითხოვეთ
ექსპერტიზა იმ მედიკამენტებზე, რომლების ცარიელი ფირფიტებით თამარ ბაჩალიაშვილს ჰქონდა, არ ჩაატარეს. ერთ მედიკამენტზე იყვნენ ორიენტირებულები, – ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, ეს მედიკამენტი არცერთ აფთიაქში თამარ ბაჩალიაშვილს არ უყიდია.

12 მედიკამენტია ამოღებული მანქანიდან. 12-დან 8 არის ვადაგასული, რომელიც არის უხარისხო, უვარგისი და არაფერს წარმოადგენს. რომლითაც არ დაინტერესებულა გამოძიება, რატომ იყო ბაჩალიაშვილის ჩანთაში. დანარჩენი 4 მედიკამენტიდან, მხოლოდ ერთზეა გამოტანილი დადგენილება, – ამბობს რამიშვილი.