ავარია მოხდა აღმაშენებლის ხეივანზე. შემთხვევა 13 ივნისს გვიან ღამით მოხდა. ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და „ვოლტის“ მოტოციკლი შეეჯახა. „ვოლტის“ კურიერი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაიყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ეუქრება. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.
შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება სსკ 276 მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.