მილიონერი და ყოფილი სპეცრაზმელი ნაფტალი ბენეტი ნეთანიაჰუს პრემიერის პოსტზე შეცვლის

მილიონერი და ყოფილი სპეცრაზმელი ნაფტალი ბენეტი ნეთანიაჰუს პრემიერის პოსტზე შეცვლისმომდევნო ორი წლის განმავლობაში ისრაელის პრემიერმინისტრის პოსტი ნაფტალი ბენეტმა უნდა დაიკავოს.

ეს არის მემარჯვენე პოლიტიკოსი, რომელიც ისრაელისა და პალესტინის “ორი სახელმწიფოს” ფორმულის სასტიკი მოწინააღმდეგეა. ამავდროულად, ნაფტალი ყოფილი სპეცრაზმელი და მილიონერია.

მარტის არჩევნებზე, 49 წლის ბენეტის პარტია “იამინამ“ (ებრაულიდან თარგმანში “ახალ მემარჯვენეებს” ნიშნავს) ქნესეთის 120 მანდატიდან მხოლოდ 7 მოიპოვა. თუმცა ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ორმა კონკურენტმა ბლოკმა დაახლოებით თანაბარი შედეგები მიიღო, ბენეტის ფრაქციის პოზიცია კი ამ სიტუაციაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. მას პრემიერმინისტრის პოსტი შესთავაზეს როგორც მთავრობის ამჟამინდელმა მეთაურმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ასევე,  ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა.

ბენეტმა, ცენტრისტ ლაპიდთან იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, ოპოზიციის მხარე აირჩია და ამით, ფაქტობრივად, ნეთანიაჰუს მმართველობა დაასრულა.  ამ უკანასკნელს პრემიერმინისტრის პოსტი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდხანს, ზედიზედ 12 წელი ეკავა.

იმედინიუსი