მთაწმინდაზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

მთაწმინდაზე 2 ახალგაზრდა დაჭრესთბილისში, მთაწმინდის რაიონში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

ორივე დაჭრილი საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 109-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.