მუხრანში დავით ჩუგუაშვილი მოკლეს – მისმა შვილმა თავი მოიკლა

მუხრანში დავით ჩუგუაშვილი მოკლეს - მისმა შვილმა თავი მოიკლატრაგედია მუხრანში – სავარაუდოდ, მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას შუახნის მამაკაცი დავით ჩუგუაშვილი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გარდაიცვალა.

სოფელში მომხდარი ტრაგედია კი ტრაგედიით გაგრძელდა, მამის გარდაცვალების გამო, დავით ჩუგუაშვილის შვილმა, 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა.

სოფელში მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირთ. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცის სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია, ის 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

მეზობლებს შორის დაპირისპირება მუხრანში რამდენიმე დღის წინ მოხდა. სავარაუდო ვერსიად ბიზნესი სახელდება, რადგან ჩუგუაშვილს ხორცის მაღაზია აქვს. რამდენიმე დღის წინ მას თანასოფლელთან კონფლიქტი მოუვიდა, რომლის დროსაც მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

ის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა გუშინ გარდაიცვალა.