ნინო ლომჯარია – “პირბადეს ღია სივრცეშიც ვატარებ, თუ გარშემო ადამიანები არიან”

ნინო ლომჯარია - "პირბადეს ღია სივრცეშიც ვატარებ, თუ გარშემო ადამიანები არიან"ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა:

“მთავრობის არ ვიცი და დღეში 1000 ინფიცირებულის და საათში 1  გარდაცვალების მაჩვენებლის ფონზე, ჩემი კოვიდ რეგულაციები ასეთია:
1. თუ გარშემო არიან ადამიანები, პირბადეს ღია სივრცეშიც ვატარებ;
2. არ მივდივარ არსად, სადაც დახურულ სივრცეში უპირბადო ადამიანები დამხვდებიან (მათ შორის იგულისხმება ტელევიზიები, შეხვედრები თუ სხვა ადგილები);
3. ვაგრძელებ პირადი კონტაქტების მაქსიმალურად შემცირებას და კომუნიკაციის დროს დისტანციის დაცვას;
4. მიუხედავად გარკვეული უხერხულობისა, ვაძლევ შენიშვნას დახურულ სივრცეში უპირბადოდ მყოფ პირებს:))
რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია, მაგრამ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
გთხოვთ, თქვენც გაუფრთხილდეთ გარშემომყოფებს, პირბადე გვიცავს!”