ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა შშმ ბავშვს გამოიყვანენ –  სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა

ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა შშმ ბავშვს გამოიყვანენ -  სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა

იურისტ ანა არგანაშვილის თქმით, სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა – ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გამოიყვანონ და ისინი მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის თავშესაფრებში გადაიყვანონ.

გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.

“დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუყოვნებლივ, დღესვე, ამ წამს უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან”. – თქვა ანა აბაშიძემ.

ანა არგანაშვილმა კი დააზუსტა:

“სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ პანსიონიდან. მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ტექნიკური დეტალია. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია”.

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის  შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 4 ივნისს მიმართა.

ფორმულა