ნჯამენა-პარიზის ბორტი დე გოლის აეროპორტში ავარიულად დაჯდა

ნჯამენა-პარიზის ბორტი დე გოლის აეროპორტში ავარიულად დაჯდაფრანგი სამართალდამცველები პარიზში Air France-ის თვითმფრინავს ამოწმებენ, რომელიც ჩადიდან ჩაფრინდა.როგორც „როიტერი“ წერს, ანონიმური შეტყობინების თანახმად, თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.

Air France-მა განაცხადა, რომ საფრთხის გამო, მისი თვითმფრინავი, რომელიც ნჯამენა-პარიზის რეისს ასრულებდა, საფრანგეთის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავის ესკორტით შარლ დე გოლის აეროპორტში, სპეციალურ ლოკაციაზე დაჯდა.

„ევრონიუსის“ ცნობით, თვითმფრინავიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.