ფოთში 23 წლის ქალმა 68 წლის ბებია მოკლა – დაკავებულია მ.ა.

ფოთში 23 წლის ქალმა 68 წლის ბებია მოკლა - დაკავებულია მ.ა.ფოთში სავარაუდოდ, შვილიშვილმა ბებია მოკლა. 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს. შემთხვევა დღეს შემთხვევა ნაბადას დასახლებაში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მეზობლებს და ოჯახის ახლობლებს მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირთ. მათი თქმით, 25 წლამდე ასაკის ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მათივე ცნობით, ბებიასა და შვილიშვილს შორის კონფლიქტი და ხმამაღალი საუბარი ადრეც ყოფილა.

ახალგაზრდა ქალი შესაბამის დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში, საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა ბებიას – 1953 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.