ფოთში გალფის სადგური და მარკეტი დააყაჩაღეს

ფოთში გალფის სადგური და მარკეტი დააყაჩაღესფოთის შესასვლელთან დილის 5 საათზე “გალფის” ბენზინგასამართი სადგური და მარკეტი დააყაჩაღეს. ერთი შეარაღებული ნიღბიანი პირი სუპერმარკეტში შეიჭრა და იარაღის მუქარით მოლარეს თანხა გამოსძალა. წაღებულია სიგარეტი და ძვირადღირებული სასმელიც.

ადგილობრივების თქმით, გართულებული კრიმინალური ვითარების გამო ბენზინგასამართ სადგურებს პოლიცია იცავს. მათივე ინფომრაციით, სამართალდამცველები სულ რამდენიმე წუთის გასული იყვნენ ადგილიდან, როდესაც ერთი შეიარაღებული კაცი მარკეტში შეიჭრა.

მაღაზიიდან გამოსულმა ბენზინგასამართი სადგურის ორ თანამშრომელს იარაღის მუქარით თანხა წაართვა და მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა დაკავებული ჯერ არავინაა.

მთავარი