„ქართული ხმების“ წევრი ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა – დედის დაკრძალვაზე გზა ჩაუწყდა

„ქართული ხმების“ წევრი ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა - დედის დაკრძალვაზე გზა ჩაუწყდაანსამბლ „ქართული ხმების“ წევრი ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა, სადაც მომღერალი დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

ონის მერიის ინფორმაციით, ონში გზა ჩავარდა. მძიმე ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

როგორც ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა, მაია გობეჯიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, იმ ადგილას, სადაც მომღერალი გადაადგილდებოდა, ტრანსპორტისთვის გზა არ არის.

„გზა ჩაუწყდა. ფეხით იყო, ტრანსპორტი იქ არსად ჩანდა. გამითიშეს ტელეფონი. ახლა უნდა გადაასვენონ ონის საავადმყოფოში“,- განაცხადა მაია გობეჯიშვილმა.