ქელბაჯარში 2 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნაღმზე აფეთქდა

ქელბაჯარში 2 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნაღმზე აფეთქდაქელბაჯარის რაიონში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, დაღუპულია 3 ადამიანი.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტია – ტელევიზია აზტვ-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო აზერტაგის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი.

დაჭრილია კიდევ 4 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

იპნ