“ყელს მაინც გამოგჭრი” – გორში სიდედრზე მუქარისთვის სიძეს 4 წელი მიუსაჯეს

"ყელს მაინც გამოგჭრი" - გორში სიდედრზე მუქარისთვის სიძეს 4 წელი მიუსაჯესმამაკაცს, რომელიც ყოფილ სიდედრს 2-ჯერ დაემუქრა, გორის სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქმე ორი ეპიზოდით გათვალისწინებულ დანაშაულს უკავშირდება.

თითოეულ ეპიზოდზე ბრალდებულს 2 წელი და 6 თვე მიესაჯა, ხოლო საბოლოოდ, სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და პატიმრობის ვადა 4 წლით განისაზღვრა.

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის, გიორგი კრავეიშვილის განცხადებით, საინფორმაციო ცენტრ 112-ში შევიდა ე. კ–ს შეტყობინება იმის შესახებ, რომ შვილის მეუღლე – კ. ი–ი მისულია მასთან, აყენებს შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის ხელყოფით.

პროკურორმა დაადგინა, რომ ალკოჰოლით მთვრალი მამაკაცი ხშირად მიდიოდა სახლში ყოფილ სიდედრთან, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით; რომ მას არ აცოცხლებდა და “ყელს მაინც გამოჭრიდა”.

ქართლი