სისხლიანი გარჩევა ქუთაისში – დაჭრილია 30 წლამდე კაცი. სავარაუდოდ, ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, დაჭრილია ჯარისკაცი. შემთხვევა ქუთაისის მესამე ბრიგადასთან მოხდა, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ სამხედროებს შორის ნაწილში დაწყებული დაპირისპირება ქუჩაში დაჭრით დასრულდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, უცნობმა პირებმა კაცს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი ერთ-ერთ კორპუსში შევიდა და ადგილობრივებს დახმარებს სთხოვდა.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები მომხდართან დაკავშირებით უცნობია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

