თამუნა იარაჯული ფეისბუქზე წერს:
„დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ერთ ერთი მოქალაქე მატყობინებს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ პაციენტს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და უკვე ორი კვირაა იმყოფება რეანიმაციაში, კლინიკა სთხოვს მედიკამენტებს საფენებს და სპეციალური კვების გადასახადს.
გაიყიდა ოჯახი აღარ აქვთ არანაირი საშუალება,
როგორც ოჯახის წევრი მეუბნება, ეხლა ვესაუბრე, დღეს მედიკამენტს ვერ მიუტანს, ამოეწურათ ყველა ფინანსური საშუალება,
შეშინებულები არიან, ახალგაზრდა ქალია, რომ არ გაუკეთონ, არ დაიღუპოსო.
რა ხდება, კოვიდ ფონდი აღარ არსებობს? საფენები, კვება და ელემენტარული მედიკამენტიც აღარ არის კლინიკებში?!“

