რუსი ტურისტები გომბორზე ხევში გადაცვივდნენ

რუსი ტურისტები გომბორზე ხევში გადაცვივდნენკახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ტურისტები დაშავდნენ. შემთხვევა თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიპის მარკის ავტომანქანა გომბორის გზის მიმართულებით მოძრაობდა, როდესაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

ექიმების თქმით, ისინი  მოსკოვიდან ჩამოსული ტურისტები არიან და სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვთ. ერთის მდგომარეობა კი მძიმეა და სავარაუდოდ მას თბილისში გადაიყვანენ.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.