რუსთავში გოგონებმა კაცის გამო იჩხუბეს

რუსთავში გოგონებმა კაცის გამო იჩხუბესრუსთავში გოგონებმა კაცის გამო იჩხუბეს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე გვიან ღამით ორმა გოგომ მამაკაცის გამო ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადგილობრივების თქმით, მათ ხმაური და ჩხუბის ხმა შემოესმათ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთმა გოგომ იმ მამაკაცის მანქანაც დააზიანა, რომლის გამოც მოხდა ჩხუბი.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პოლიციამ გოგონები გამოკითხვაზე გადაიყვანეს.