რუსთავში მტკვარში 35 წლის ქალი გადახტა

რუსთავში მტკვარში 35 წლის ქალი გადახტარუსთავში, მტკვარში ქალი გადახტა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 35 წლამდე ქალი ცენტრალურ ხიდთან მდინარის პირას ჩავიდა და სუიციდი სცადა.

თვითმხილველებმა დარეკეს 112-ზე, ადგილზე მალევე მივიდა რუსთავის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

მაშველებმა მდინარიდან ქალი დროულად ამოიყვანეს და მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით ქალის ოჯახს მძიმე სოციალური პრობლემები აქვს.