საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრისთვის 2 პირი დააკავეს

საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრისთვის 2 პირი დააკავეს27 ივნისს საბაგიროს დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.

გუშინ, 28 ივნისს, პოლიციამ 2 პირი დააკავა. ერთს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებსა და დაცვის თანამშრომელს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა პირმა მამაკაცი დანით დაჭრა. ერთი დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, თ.კ.-მ საბაგიროს თანამშრომელს, 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მეგობართან – ა.მ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელკებულ ინფორმაციაში.