საგარეჯოში ბიზნესმენი დავით აზარიაშვილი დაჭრეს

საგარეჯოში ბიზნესმენი დავით აზარიაშვილი დაჭრესსაგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. საუბარია “თევზების ტბების” ერთ-ერთ მეწილეზე, რომელსაც დაზიანებები მისმავე ნაცნობმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დავით აზარიაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანაშაულის კონკრეტული მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ცნობილია ის, რომ სავარაუდო ბრალდებულის სახლი პოლიციამ უკვე  გაჩხრიკა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდები ამოიღო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი