სალომე ბაკურაძე – “საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი, ფეხი ძირს ვერ დავადგი, თვალებს ვერ ვახელდი”

სალომე ბაკურაძე - "საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი, ფეხი ძირს ვერ დავადგი, თვალებს ვერ ვახელდი"მომღერალ სალომე ბაკურაძეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.  დიაგნოზი ვესტიბულარული აპარატის პრობლემას უკავშირდება, იმას, რამაც გარკვეული პერიოდის წინ კახი კალაძე შეაწუხა,

სალომე ბაკურაძე:

– რამდენიმე დღის წინ გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი. ფეხი ძირს ვერ დავადგი. თვალებს ვერ ვახელდი. მქონდა გულისრევის შეგრძნება გამუდმებით. თვალსაც რომ ვხუჭავდი და ვიწექი, მაინც ყველაფერი ტრიალებდა.

გადამიღეს კატე, ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე, თუმცა არ დადასტურდა.  ვერაფერზე ვნერვიულობდი, ისე ცუდად ვიყავი, გავითიშე… ჩემი ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ დიაგნოზზე.

დადგინდა ვესტიბულარული აპარატის ნერვის ანთება. დამინიშნეს როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა ჰორმონებით, ტვინის მკვებავებით, ასევე ვარჯიშები, რომელთაც სახლში ვაკეთებ. კონკრეტული მეთოდით მკურნალობენ. ორი-სამი დღე საკმაოდ მძიმე იყო, კოშმარული დღეები გამოვიარე…

– ეს დაავადება კორონავირუსს ხომ არ დაუკავშირეს? 

– კორონავირუსი გადავიტანე ნოემბერში, სრულიად უსიმპტომოდ, გეგმური ტესტი რომ არ გამეკეთებინა, ვერც გავიგებდი, რომ მქონდა. არანაირი გართულება არ მოუტანია. მეგონა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა…

– ახლა როგორ ხართ?

– ახლა ბევრად უკეთესად. ტელეფონსაც ვპასუხობ, ლაპარაკიც აღარ მჭირს. დამოუკიდებლად გადავაადგილდები, თუმცა ეს ჯერ დისკომფორტს მიქმნის, რადგან სიარულისას გვერდზე მივდივარ, თუმცა მითხრეს, რომ ეს გამოსწორდება. ისიც მითხრეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, შემდეგში შემექმნას ამგვარი პრობლემა. იმედიანად ვარ. 10 დღეში მკურნალობის შედეგი უნდა გადავამოწმო.

ფორტუნა