“სამ დღეში თუ არ დაგირეკე, მკვდარი ვიქნებიო” – გლდანის ციხეში პატიმარი შიმშილობს

"სამ დღეში თუ არ დაგირეკე, მკვდარი ვიქნებიო" - გლდანის ციხეში პატიმარი შიმშილობსარაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის სავარაუდო ფაქტები გლდანის ციხეში. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას პატიმარი ადანაშაულებს.

34 წლის გულადი ჭანტურიას დედა ირწმუნება, რომ მისი მსჯავრდებული შვილი თვეებია, ციხეში ზეწოლის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, რის გამოც ჭანტურია, ოჯახის მტკიცებით, მეათე დღეა, შიმშილობს.

– გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ, სამ დღეში თუ არ დაგირეკე, მკვდარი ვიქნებიო. ძალიან დიდი უყურადღებობაა, ზეწოლა მიმდინარეობს პატიმრებზე. რატომ უნდა ჩამიკლან შვილი? უდო ეკუთვნის და უდოთი გამოუშვან, – აცხადებს პატიმრის დედა.
ჭანტურია 5 წელია, სასჯელს გლდანის ციხეში იხდის.