სამცხე-ჯავახეთში 1.548 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

სამცხე-ჯავახეთში 1.548 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1.548 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი – სიგარეტი ქართული აქციზური მარკის გარეშე. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 6.600 ლარს აღემატება.
გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულ იქნა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე ვადით.