“სიკვდილამდე 2 დღით ადრე აქეთ მაწყნარებდი… გემშვიდობებით, ჩემო ლამაზო თბილო გოგო…”

"სიკვდილამდე 2 დღით ადრე აქეთ მაწყნარებდი... გემშვიდობებით, ჩემო ლამაზო თბილო გოგო..."იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ და აქ გარდაცვლილ ლალი ლაღაძიშვილზე ქეთი სარიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ყველაზე საშინელი დღეა. გემშვიდობებით ჩემო ლამაზო თბილო გოგო დღეს ყველაზე მძიმე დღეა ყველასთვის სამუდამოდ უნდა დაგემშვიდობოთ და ბოლო გზაზე გაგაცილოთ გული საშინლად მტკივა მინდა ხმამაღლა ტირილი ღრიალი ყვირილი და ესეც არ შემიძლია.

ვერ ვიჯერებ, როგორ მწერდი სიკვდილამდე სულ რაღაც 2 დღით ადრე, აქეთ მაწყნარებდი, მაშვიდებდი.

ჩემს გულში მუდამ ცოცხალი იქნები. როგორ მჯეროდა და მწამდა, რომ ამასაც დაძლევდი.

რატომ დატოვე შენი პატარა ანგელოზი იკა ეხლა მაქედან ილოცე მისთვის. მსუბუქი ყოფილიყოს შენს გულზე დაყრილი მიწა ჩემო გოგო, ნათელში ამყოფოს შენი უმანკო და ლამაზი სული უფალმა. როგორ გვატკინა ყველას გული მშვიდად განისვენე მარადიულ სასუფეველში უფალს ებარებოდე.”