სისხლიანი გარჩევა და სროლა სამტრედიაში – 2 ადამიანია დაჭრილი

სისხლიანი გარჩევა და სროლა სამტრედიაში - 2 ადამიანია დაჭრილისროლა და კრიმინალური გარჩევა სამტრედიაში – ტვ პირველის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილია 2 ადამიანი. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველების თქმით, გასროლას წინ შელაპარაკება უძღოდა.

მთავარის ცნობით, ავტომატიდან სროლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. გარეთ გამოსულებს კი უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები დახვდათ.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.