სოხუმში არძინბას ძმისშვილის მეგობარი ჩაცხრილეს

სოხუმში არძინბას ძმისშვილის მეგობარი ჩაცხრილესარძინბას ძმისშვილის მკვლელობის შემდეგ, დღეს, სოხუმის ცენტრში, მოკლული ქემალ არძინბას მეგობარი ჩაცხრილეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბ.პ. ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ფაქტს კი წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანამდე, გუშინ, კონფლიქტი და საქმის გარჩევა იყო ბზიფში, სადაც ერთმანეთს არძინბასა და ე.წ. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

დღეს კი, სოხუმის ცენტრში მანქანიდან დაახლოებით ათჯერ გაისროლეს. ახალგაზრდა კაცი იმ დროს დაჭრეს როცა ქუჩაზე გადადიოდა. მას ჭრილობები, ძირითადად, გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვს ჭრილობა. ცნობილი ხდება, რომ თავდამსხმელები მიიმალნენ და მათ ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, გარჩევაში ე.წ. “კანონიერი ქურდები” მონაწილეობდნენ და კონფლიქტი ფსოუს საბაჟოზე ტვირთების შემოტანას უკავშირდება.

არძინბას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათზე გამიზნული ტერორი მიმდინარეობს.