სტრასბურში ქართულ-სომხური მაფიის წევრები დააკავეს

სტრასბურში ქართულ-სომხური მაფიის წევრები დააკავესსტრასბურში ქართულ-სომხური მაფიის წევრები დააკავეს.

ისინი 21 ივნისს, ქვემო რეინში დააკავეს. ცნობილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. დაკავებულთა შორის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და სომხური დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი არიან.

დაკავებულების სახლების ჩხრეკის დროს პოლიციამ 17 000 ევრო ამოიღო. ამოღებულია 4 მანქანა, 1 მოტოციკლი, 5 პისტოლეტი, ძვირადღირებული სუნამოები, სამკაული და ტყავის ნაკეთობები.

ქართულ-სომხური მაფიის წევრების დასაკავებლად გამოძიება 2019 წელს დაიწყო.