უკავშირდება თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მისი დამსაქმებელი კომპანიის ფარულ ოპერაციებს – ჟურნალისტმა დათო აბრამიშვილმა მიაკვლია გარდაცვლილი პროგრამისტის მონაცემთა ბაზას, სადაც ჩანს, რაზე მუშაობდა ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში.
აღმოჩნდა, რომ ბაჩალიაშვილის კომპანია უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს პარავდა და თანამშრომლობდა სუს-თან პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად. შესაძლოა, მისი სიკვდილიც სწორედ ამ ფარულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
ეს არის ძალიან სახიფათო, ხშირად, სიცოცხლისთვის სახიფათო საქმიანობა, რომელშიც უამრავი ქართველი ახალგაზრდაა ჩართული ისე, რომ თქვენ ამის შესახებ ეჭვიც კი არ გიჩნდებათ, შესაძლოა, თქვენი შვილიც ამით არის დაკავებული და მას უზარმაზარ ფულს უხდიან ასეთი უკანონო ოპერაციების შესრულებისთვის.
ახალგაზრდები, რომლებსაც ესმით კომპიუტერთან ურთიერთობა და იციან უცხო ენა, არიან რისკის ქვეშ, რომ ამ მაღალანაზღაურებადი დანაშაულებრივი საქმიანობის მახეში გაებან.
მთავარი

