თელავში ცოლის მიერ დაჭრილი ქმარი დააკავეს

თელავში ცოლის მიერ დაჭრილი ქმარი დააკავეს1 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცოლმა ქმარი ცივი იარაღით დაჭრა, სამართალდამცავებმა კი დაჭრილი დააპატიმრეს. თელავის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

დაჭრილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე და 151 მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შელაპარაკების ნიადაგზე, ახალგაზრდა ქალმა, მეუღლეს ჭრილობა ზურგის არეში ცივი იარაღით მიაყენა.

მამაკაცს დახმარება თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარეს.

ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118- მუხლითაა დაწყებული, თუმცა, ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

დაკავებული კაცის ადვოკატი ამბობს, რომ ფაქტს არასწორი კვალიფიკაცია აქვს და ბრალი არა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, არამედ, მისი ცოლისთვის უნდა წაეყენებინათ.

წინასასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში ივნისის ბოლოს ჩაინიშნა.

მთავარი