თეონა თამაზაშვილი – “შენი დაბადების დღეც დადგა დეე, შენ გარეშე…”

თეონა თამაზაშვილი - "შენი დაბადების დღეც დადგა დეე, შენ გარეშე..."დღეს თამარ ბაჩალიაშვილს 24 წელისშეუსრულდებოდა. დედამისმა, თეონა თამაზაშვილმა, ფეისბუქში დაწერა:

“აი შენი დაბადების დღეც დადგა დეე შენს გარეშე და შენთან განშორებიდან 11 თვე. მაპატიე დედა შენს გარეშე გატარებული ყოველი დღეების, საათების და წუთებისთვის,რადგანაც ერთი წამითაც კი ვერ წარმოვიდგენდი ჩემს არსებობას შენს გარეშე. მარა ეს იცოდე ჩემი ნახევარი გული შენთანაა, მხოლოდ ნახევარი გული ძგერს გიოსთვის. გილოცავ 24 წლის იუბილეს ცათა საუფეველში უფლის კალთის ქვეშ ამ ბოროტი დედამიწისგან შორს სადაც ანგელოზებს არ ინდობენ. უფალს ებარებოდე. დამელოდე. მანდ მალე გადის დრო აქ კი არა. მენატრები სიგიჟემდე. მიყვარხარ.”