წალკაში ტვ პირველის ჟურნალისტები გამგებლის ბიძამ ცემა

წალკაში ტვ პირველის ჟურნალისტები გამგებლის ბიძამ ცემათავდასხმა “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე – წალკაში, სოფელ წინწყაროში ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ “პირველების” რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს  გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, ფიზიკურად გაუსწორდა.

“ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი სოფელ წინწყაროში მიწების მიტაცების საკითხის გასაშუქებლად ჩავიდა, რა დროსაც აქციაზე აგრესიულად განწყობილი გოჩა აფრასიძე გამოჩნდა და “ტვ პირველის” ჟურნალისტს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი, შეურაცხყოფა მიაყენა. დაზიანებულია ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა.

სოფლის გამგებელი მომხდარ ძალადობაზე თვალს ხუჭავს და არ პასუხობს კითხვას, რატომ იტაცებს სოფლის მოსახლეობის კუთვნილ მიწებს.

ტვ პირველის მიერ გადაღებულ კადრებში პირდაპირ ჩანს, როგორ ემუქრება გამგებლის ბიძა იმ ადამიანებს, რომლებიც მიტაცებული მიწის დაბრუნებას ითხოვენ.

გოჩა აფრასიძე ადგილობრივი ფეოდალია. წალკის მოსახლეობა პირად საუბრებში არ მალავს, რომ ეს უკანასკნელი “ქართულ ოცნებას” ხმების მობილიზებაში სხვადასხვა მეთოდებით ეხმარება და შესაბამისად, ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს.

ადგილობრივების განცხადებით, მთელი სოფელი აფრასიძეებმა მიიტაცეს. მათ შორის ადმინისტრაციული შენობები.

ტვ პირველის რეპორტიორი, ნინო ელიკაშვილი, პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს, მოძალადე მამაკაცი კი პოლიციას არ დაუკავებია.