წყალტუბოში ქალებმა სასტუმრო არგო დაარბიეს და მისი მეპატრონე ცემეს

წყალტუბოში ქალებმა სასტუმრო არგო დაარბიეს და მისი მეპატრონე ცემესვანდალიზმი წყალტუბოში – სასტუმრო “არგოში” კომენდანტის საათის დროს უცნობი პირები სასტუმროში შეიჭრნენ. ქვებით ჩამტვრეულია შუშები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ნაცემია სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონე.

“მე დამირეკეს 4-ის ნახევარზე, შემთხვევა მოხდა, გამოვიქცეი, აქ დამხვდა ჩოჩქოლი, აურზაური, დაზარალებული ჩემი შვილილშვილია, სასწრაფომ გადაიყვანა ქუთაისში. […] დიდი ხათრით, თორემ ალბათ გაუშვებდნენ, დაიწყეს დაკავება.

როგორც ჩანს, კარი ვერ გააღეს, აიღეს დეკორატიული დიდი ქვები დაიწყეს ჩამტვრევა, 15 მეტრი რადიუსში ყველა შუშა გატეხილია, შეიჭრნენ შიგნით, შევარდნენ ადმინისტრატორის ოთახში და დაუწყეს ცემა ახალგაზრდა კაცს”, – ამბობს სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სასტუმროს ქვებს 2 ახალგაზრდა ქალი უშენს.

მთავარი

წყალტუბოში ქალებმა სასტუმრო არგო დაარბიეს და მისი მეპატრონე ცემეს