“უკვე შვილები მყავდა, როდესაც გარყვნილი პედოფილი ვნახე ჩემი თვალით…” – ქეთევან ენუქიძე

"უკვე შვილები მყავდა, როდესაც გარყვნილი პედოფილი ვნახე ჩემი თვალით..." - ქეთევან ენუქიძექეთევან ენუქიძემ ფეისბუქში დაწერა:

“უკვე შვილები მყავდა, როდესაც გარყვნილი პედოფილი ვნახე ჩემი თვალით…
სადღაც 17 წლის ამბავია…
მარშრუტკაში ვიჯექი და გვერდით მედგა 13-14 წლის გოგო, დიდი ჩანთით და შეწუხებული სახით.
ჩანთა გამოვართვი, მაგრამ მაინც შეწუხებული იყო.
რა გჭირს-მეთქი?
არ მიპასუხა.
მერე ავდექი.
ვიფიქრე, შეიძლება ცუდად არის და დავსვამ-მეთქი.
ავდექი თუ არა, ეგრევე შევამჩნიე უკან მომდგარი ჭაღარა, დაბალშუბლიანი კაცი…
ეგრევე შუბლში ვკარი ხელი.
გადავარდა უკან და ორი-სამი სიტყვაც მივაყოლე…
ხალხი მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა…
მიხვდნენ და შეადგნენ…
გააჩერეო, ყვიროდა…
მძღოლმა კაიხანს არ გააჩერა…
როცა კარგად დათეთქვეს, მერე ჩაეწუწა მანქანიდან…
მივხედოთ ერთმანეთის შვილებს…
ხომ არიან ამ ქვეყანაში ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანები?….
და იმასაც მივხვდი, რომ ბავშვები ასეთ ფაქტზე ვერ რეაგირებენ ზრდასრულივით.
ბევრი მიზეზია – ძრწოლა, გაურკვევლობა, მორიდება…
მაგრამ ვინც ასეთ ფაქტს დაინახავს და ხმას არ ამოიღებს, საქონელია…
ოღონდ, ცემა რა წესიაო – არ მითხრათ რააა…
ეს ისეთი უბედურებაა, რომ ცემა მადლია ასეთი მეჭეჭისთვის…
გასამართლებამდე არ აწყენდა კარგად ცემა…
ეგ არის, რომ როცა საქმე სასამართლომდე მიდის, მეტწილად თავიანთი ბოროტი საქმე ჩადენილი აქვთ…”