ვასილ მამულაშვილი – “ვაპირებთ სტრასბურში წასვლას” – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეს სააპელაციო განიხილავს

ვასილ მამულაშვილი - "ვაპირებთ სტრასბურში წასვლას" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეს სააპელაციო განიხილავს19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაიწყო. მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ადვოკატებმა 8 ივნისს გაასაჩივრეს.

ბრალდებულების ინტერესების დამცველების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სასამართლო პროცესები არადისტანციურ რეჟიმში წარიმართოს, რაც მეორე ინსტანციამ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე არც სტრასბურის სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავს.

“ვინაიდან სისტემა არის ერთიანი და ჩვენ არ ვმიჯნავთ აპელაცია, კასაციასა და პირველ ინსტანციას,  ვფიქრობთ, რომ ვერ იქნებიან ბოლომდე დამოუკიდებელნი. ჩვენ ვაპირებთ, წავიდეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ცალსახად დადგინდება კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა”,- თქვა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში,  გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე პროცესები 15 ივლისიდან განახლდება.

მთავარი