“ზაზა ამ ქვეყნად აღარაა, მისი შვილი ნიკო კი მწვერვალებს იპყრობს” – რეზო შატაკიშვილი

"ზაზა ამ ქვეყნად აღარაა, მისი შვილი ნიკო კი მწვერვალებს იპყრობს" - რეზო შატაკიშვილიესპანეთის სახელით ქართველმა ძიუდოისტმა ნიკო შერაზადიშვილმა 10 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

ამის შესახებ რეზო შატაკიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ჩემს ჯეელობაში პარლამენტში ერთი დევივით დეპუტატი იყო, მართლა კეთილი დევი – ზაზა შერაზადაშვილი, იგივე პაპუასა. მახსოვს პორტრეტული ინტერვიუც ჩავწერე ზაზასთან, შესავალში მქონდა ფრაზა – “მუშტი – მათლაფისტოლა”…
დღეს ის კეთილი დევი ამ ქვეყნად აღარაა, მისი ბიჭი კი მწვერვალებს იპყრობს.
გაცვეთილი ნათქვამია, ალბათ როგორ გაუხარდებოდა…
მჯერა, უხარია..”