ზესტაფონში ღამით ვანო ბანცაძე მოკლეს – დაკავებულია პოლიციელის ბიძა

ზესტაფონში ღამით ვანო ბანცაძე მოკლეს - დაკავებულია პოლიციელის ბიძაზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. სავარაუდოდ, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

წინასწარი ინფორმაციით, ვანო ბანცაძეს სამართალდამცველის კუთვნილი იარაღიდან ესროლეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობა პოლიციელის ბიძამ ჩაიდინა, რომელიც უკვე დაკავებულია. უცნობია დაკავებულია, თუ არა პოლიციელი, რომელსაც მკვლელობის იარაღი ეკუთვნოდა.

სახლში დაწყებული კონფლიქტი გადაიზარდა ხელჩართულ დაპირისპირებაში ეზოში, რომლის დროსაც პოლიციელის ბიძამ 30 წლის მამაკაცს 1 ტყვია ესროლა და მოკლა.

ადგილობრივების თქმით, მათთვის უცნობია, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის შეძენა ტარებას ითვალისწინებს.