ზესტაფონში მოკლული ვანო ბანცაძე ხარაგაულელია – ის მექანიკოსი იყო და ჩინურ კომპანიაში მუშაობდა

ზესტაფონში მოკლული ვანო ბანცაძე ხარაგაულელია - ის მექანიკოსი იყო და ჩინურ კომპანიაში მუშაობდასუფრასთან დაწყებული დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით დასრულდა – “კურიერმა” იმ პირის ვინაობა დაადგინა, რომელსაც ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე პოლიციელის კუთვნილი იარაღიდან ესროლეს.

როგორც “კურიერმა” გაარკვია მოკლული ხარაგაულში მცხოვრები 31 წლის ვანო ბანცაძეა. ის პროფესიით მექანიკოსი იყო და ერთ-ერთ ჩინურ კომპანიაში მუშაობდა.

ვანო ბანცაძე ზესტაფონში მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც  სუფრაზე დაპირისპირება მოხდა, რომელიც მკვლელობით დასრულდა.

ამ ეტაპზე უცნობია, იცნობდა თუ არა მოკლული მამაკაცს, რომელმაც იარაღიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

“კურიერის” ინფორმაციით, ვანო ბანცაძეს სამართალდამცავის კუთვნილი იარაღიდან ესროლეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობა დანაშაულის იარაღის მფლობელი პოლიციელის ბიძამ ჩაიდინა, რომელიც უკვე დაკავებულია.

უცნობია დაკავებულია, თუ თავად არა პოლიციელი, რომელსაც მკვლელობის იარაღი ეკუთვნოდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.