ზუგდიდში ვეტერანთა სკვერიდან 3 სკამი მოიპარეს

ზუგდიდში ვეტერანთა სკვერიდან 3 სკამი მოიპარესზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვეტერანთა სკვერიდან სამი სკამი მოიპარეს. შემთხვევა დღეს მოხედა, თუმცა, დაკავებული არავინაა. ასევე, დაუდგენელია, ამოიღო თუ არა პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, უცნობია, იყო თუ არა საერთოდ, ჩართული ის რამდენიმე სათვალთვალო კამერა, რომლებიც ქურდობის ადგილის შორიახლოსაა დამონტაჟებული.

ზუგდოდში ვეტერანთა სკვერი 2019 წლის ივნისში, სამეგრელოს მაშინდელმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის იმდროინდელმა მერმა გეგა შენგელიამ გახსნეს.

“თითოეული ზუგდიდელის ჩართულობით ბევრ კარგ და სასიამოვნო ადგილს შევმატებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პარკს ქვია ვეტერანთა პარკი, ეს პარკი ჩვენ იმ ღირსეული მამულიშვილების უკვდავსაყოფად გავაკეთეთ, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის”-თქვა მაშინ გეგა შენგელიამ.

შეგახსენებთ, ძარცვის ფაქტის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
აქვე გეტყვით, რომ ვეტერანთა სკვერის კეთილოწყობისთვის, საერთო ჯამში, 252.581 გამოიყო.

ნიუპოსტი