55 წლის ხვიჩა გამეზარდაშვილი არხში გარდაცვლილი იპოვეს

55 წლის ხვიჩა გამეზარდაშვილი არხში გარდაცვლილი იპოვესთერჯოლაში 55 წლის ხვიჩა გამეზარდაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი მას ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა, გუშინ კი ცხედარი სანიაღვრე არხში აღმოაჩინეს. მას სხეულსა და სახეზე დაზიანებები აქვს.

ოჯახს მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას მანქანა დაეჯახა და მიატოვა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

იპნ