გარდაიცვალა მე9 კლასის მოსწავლე ნიკა ჭოხონელიძე.
ამის შესახებ ფეისბუქში ელენე კილიპტარმა დაწერა:
“ნიკა, ჩვენი ნაცნობობა ერთი სასწავლო წლით შემოიფარგლება, აქედან ოთხი თვე, ონლაინ რეჟიმში მიდოდა, ასე რომ, ფიზიკური სიახლოვე ექვს თვეს არ სცილდება. დროის ამ უმცირეს ნონაკვეთში ნიკამ შეძლო ყოველი ჩვენგანის დიდი სიყვარულისა და პატივისცემის დამსახურება.
ნიკა უაღრესად კარგად ფლობდა ყველა საგანს, გაკვეთილზე იყო ინტელექტუალური მსენელი და პასუხისმგებლიანი, ორიგინალური, ღრმად აკადემიური შემსრულებელი. თანაკლასელებთან ურთიერთობა ადვილად ააწყო თავისი გულწრფელი, უშუალო ბუნებით, ხალასი იუმორით და კეთილშობილი დამთმობი ხასიათით.
არასოდეს დაგვავიწყდები შენ, მარადიულო მე-9 კლასელო, ჩვენო კეთილო გოლიათო, ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მთელ სკოლას, მთელ ქალაქს და მომავლის საქართველოს, რადგანაც ნიკა ვეღარ გაგვახარებს თავისი ორიგინალური წარმატებებით.
9დ კლასის დამრიგებელი
მოსწავლეები და მშობლები”

