ბარსელონასა და ესპანეთის სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი ისევ დაწესდა

ბარსელონასა და ესპანეთის სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი ისევ დაწესდაკატალონიის რეგიონალურმა მთავრობამ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო სასამართლოებს მიმართა და იმ ტერიტორიებზე, სადაც შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100.000 მოსახლეზე 400-ს აღემატება, „კომენდატის საათის“ 01:00-დან 6:00 საათამდე დაწესების ნებართვა ითხოვა.

რეგიონის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის თხოვნა დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ღამის კომენდატის საათი“ 161 მუნიციპალიტეტში იმოქმედებს.

„კომენდატის საათი“ მიმდინარე შაბათ-კვირას ამოქმედდება და 23 ივლისამდე დარჩება ძალაში, თუმცა კატალონიის მთავრობას მისი გახანგრძლივების მოთხოვნა შეუძლია.

კატალონიის რეგიონში დაინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100.000  მოსახლეზე 1.107-ს აღწევს. ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა „დელტა“ ვარიანტის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.

იპნ