ბათუმის იახტკლუბთან მოზარდი დაიხრჩო

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს.

მოზარდი იახტკლუბის მიმდებარედ ზღვაში ბანაობდა, როდესაც  წყალში გაუჩინარდა.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შემთხვევა დღეს, 4 ივლისს, მოხდა.