ბელგიაში კოვიდ 19-ის 2 შტამით დაინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

ბელგიაში კოვიდ 19-ის 2 შტამით დაინფიცირებული ქალი გარდაიცვალაბელგიაში კორონავირუსით 90 წლის ქალი დაიღუპა, რომელიც, ვირუსის „ალფა“ და „ბეტა“ ვარიანტებით იყო დაინფიცირებული, – ინფორმაციას მედია საშუალებები ბელგიელ მეცნიერებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

”ეს არის SARS-CoV-2– ის ორი შემაშფოთებელი ვარიანტით თანაინფიცირების ერთ-ერთი პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა”, – განაცხადა ბიოლოგმა ენ ვანკირბერგენი, რომელიც კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპული კონგრესის (ECCMID) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორია.

მისივე თქმით, პაციენტი ბელგიის ქალაქ ალსტის საავადმყოფოში მარტში გარდაიცვალა. მას სუნთქვის გაუარესება სწრაფად განუვითარდა და 5 დღეში დაიღუპა.

კვლევების შედეგად საავადმყოფოში აღმოაჩინეს, რომ პაციენტი ერთდროულად ორი ვარიანტით, „ალფა“, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტითა“ და „ბეტა“, ე.წ. „სამხრეთ აფრიკული ვარიანტით“, იყო ინფიცირებული.

იპნ