ბესიკ თორდუა, რომელიც ასელ აიტპაევას გაუპატიურებისთვის იყო დაკავებული, გარდაიცვალა

ბესიკ თორდუა, რომელიც ასელ აიტპაევას გაუპატიურებისთვის იყო დაკავებული, გარდაიცვალასაქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 26 წლის ყაზახი გოგოს, ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული – ბესიკ თორდუა გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარ არხთან” მისი ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე ადასუტრებს. მისი ინფორმაციით, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა “ვივა მედში” ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მას თავში სისხლჩაქცევები ჰქონდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.