“ჩემი ცოლის დაქალების” მორიგი სერია დღეს ეთერში არ გავა

"ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი სერია დღეს ეთერში არ გავა“ჩემი ცოლის დაქალების” მორიგი სერია დღეს ეთერში არ გავა. ამის შესახებ ტელეფილმის ფეისბუქის გვერდზეა ნათქვამი:

“გამარჯობა, მეგობრებო. დღევანდელი სერია ეთერში არ გავა, მიზეზი 5 ივლისს ძალადობრივი დაჯგუფების მიერ ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაა.
ჩემი ცოლის დაქალების შემოქმედებითი ჯგუფი უსამძიმრებს ოჯახს და სრულიად საქართველოს.”