“ჩიპები ნემსის წვერშია, ლეჩკომბინატთან შლაგბაუმია და ჩიპების ოფისი იქაა, არავის უშვებენო…” – ნინო ჭელიძე

"ჩიპები ნემსის წვერშია, ლეჩკომბინატთან შლაგბაუმია და ჩიპების ოფისი იქაა, არავის უშვებენო..." - ნინო ჭელიძენინო ჭელიძემ ფეისბუქში დაწერა:

“მონასტერში ვარ საქმეზე.
უხ, რა იქადაგა მამაომო, მოდის ქალი – რა ძლიერიაო.
მივხვდი ეგრევე, რასაც იქადაგებდა და გავუბი საუბარი.
არ უნდა ავიცრათო, ჩიპებია ნემსის წვერშიო. ეს ვიცოდი, მაგრამ მაინც ნწუ,ნწუ რას გვიშვრებიან,- შევიცხადე.
ჩიპების ოფისი გახსნეს თბილისშიო
ვუალაააა ! ცინცხალი !
ჩავაცივდი , რომ გაემხილა სად და სულ მეორედ მოსვლა ვიძახე.
მოკლედ, ლეჩკომბინატთან, სადღაც შეუხვევო, შლაგბაუმია იქ არავის უშვებენო, იქაა ჩიპების ოფისიო. ჰაიტექიო, – გესმისო? მაღალი ტექნოლოგიებიო.
კიდე ერთი ბოლოჟამური შეცხადება წარმოვთქვი და ღმერთს ებარებოდე, ქალბატონომეთქი, დავემშვიდობე
მეტს ვეღარ გავუძლებდი.”